გუმათში დაკავებული აქტივისტების საქმე წარმატებით დასრულდა

საია იცავდა 2021 წლის 27 მაისს სოფელ გუმათში, ,,რიონის ხეობის დამცველთა“ ოთხ დაკავებულ აქტივისტს.  დაკავებული პირების მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 173-ე  და 166-ე მუხლების საფუძვლით შეადგინა, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) და წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი). 

07 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა. სასამართლომ არ დაადგინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი. შესაბამისად, ან ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება. რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, სასამართლომ გადაცდომა მცირე მნიშვნელობის დარღვევად შეაფასა, აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 

 

რადიო თავისუფლების ფოტო


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge