ღირსეული შრომის პლატფორმა გლოვოს კურიერებს მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებს

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება „გლოვო“-ს კურიერების პროტესტს მძიმე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს მათ სამართლიან მოთხოვნებს და მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს კურიერებს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის.  

 

29 იანვარს „გლოვო“-ს ასზე მეტმა კურიერმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა და კომპანიაში არსებული მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. Გლოვოს კურიერები სხვადასხვა სახის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებენ, რაც მათ ყოველდღიურ სამუშაო პირობებზე ნეგატიურად აისახება და აუარესებს მათ მდგომარეობას. კომპანია შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, კურიერებთან როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებთან,  მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებს და შესაბამისად არ იღებს მათი შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებას. Თუმცა, კომპანია არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებშიც კი არასათანადოდ ასრულებს კურიერების წინაშე არსებულ ვალდებულებებს. 

 

კურიერები უთითებენ, რომ მათ მიერ Სამუშაო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი თვეების განმავლობაში ჟღერდებოდა კომპანიის წარმომადგენლობასთან. თუმცა, მათ წუხილებს დამსაქმებლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც პროტესტის საჯაროდ გამოხატვის მიზეზი გახდა. Კურიერების მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი მძიმე და უსამართლო შრომით პირობებს კომპანიაში მოქმედი შემდეგი პრაქტიკები განაპირობებს:  

 

ანაზღაურების გაუმჭვირვალე სისტემა და ტარიფების ცალმხრივი ცვლილება

 

 

შრომის უსაფრთხოება 

 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “გლოვო” 10 თებერვალს გეგმავს კურიერებთან შეხვედრას და მათ მიერ დასახელებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვას. 

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ დროულად შეასრულოს კურიერების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრას კომპანიაში არსებული სისტემური უკანონო პრაქტიკები და დაუყონებლივ უზრუნველყოს დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

 

ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს გლოვოს კურიერების სამართლიან მოთხოვნას და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესში. 


 

 

Ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge