2 ოქტომბერს, 11 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, გამართა კვლევის პრეზენტაცია - „გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება.’’
კვლევა მიმოიხილავს სექსმუშაკ ქალებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს დაიცვას მარგინალიზებული ქალები ძალადობისგან. კვლევა აფასებს საქართველოში პროსტიტუციასთან მიმართებით სასამართლოს დადგენილებათა ხარვეზებსა და არსებულ კანონმდებლობას, რომელზე დაყრდნობითაც ხდება სექსმუშაკ ქალთა ადამიანის უფლებების დარღვევა. კვლევა ასევე მოიცავს საქართველოში სექსმუშაკ ქალებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების ანალიზს, სადაც ქალები საუბრობენ მათ მიერ განცდილი ძალადობის ფორმებზე და სამართლებრივი დაცვის საშუალებების მიუწვდომლობაზე.
კვლევის მიზანს წარმოადგენს მარგინალიზებულ ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, კვლევა სათანადო უწყებებს სთავაზობს რეკომენდაციებს კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პოლიტიკის ცვლილებების შესახებ, რათა სექსმუშაკებმა, სხვა ქალების მსგავსად, ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებებით და მოხდეს მათ მიმართ გენდერული ძალადობის პრევენცია. კვლევის თანახმად, აღნიშნული რეკომენდაციები ძირეულია საქართველოში ქალებისთვის არსებითი თანასწორობის მისაღწევად.
ვრცლად იხილეთ ქვემოთ:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge