3 წლიანი სასამართლო დავა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ქალის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შტატგარეშე თანამშრომელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერს შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,სხვა ობიექტური გარემოება“ მიუთითა, თუმცა, ვერ დაასაბუთა გათავისუფლების რეალური საფუძველი.
სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ შეაფასა და ბათილად სცნო. იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანების ბათილობის მომენტისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო, სასამართლომ სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლოში, თუმცა, გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებს არ შეუცვლიათ. შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge