როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 22 იანვარს დაარსდა ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“, რომლის მიზანსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ამ ეტაპზე ფონდის მიერ ხორციელდება ორი პროექტი: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელმა მოსახლეობამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერი მიიღო და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვაცნობა, აღნიშნულ პროექტებს ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“ აფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ „ფონდი ქართუს“ შესახებ არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილი არ არის მოხსენიებული, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ პრემიერმინისტრთან ასოცირდება. ამასთანავე, წინა თვეებში მედიაში ფართოდ განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა დოზით იქნებოდა წარმოდგენილი პრემიერმინისტრის პირადი კაპიტალი მილიარდიან ფონდში, რაზეც კომენტარებს მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობით არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოსახდენად ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენებად.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge