საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიურმა ქსელმა (CENN) განახორციელა პროექტი; “ფანდრაიზინგი: ხელობა და ხელოვნება” ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ორგანიზაციული ასპექტის აკადემიურ ნაწილში ვაკუუმის შევსებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით.
15-17 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა ჩაატარა ტრენინგი თანხების მოძიებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ასეთი სახის სემინარი პირველია საქართველოში და დაინტერესებაც საკმაოდ დიდი იყო არასამთავრობო სექტორისგან. მოწვეულ იქნენ კვალიფიცირებული ექსპერტები: ქეი სფრინქელ გრეისი (ა.შ.შ.), იან კრუპა (ჩეხეთი), ჯონ დუშინსკი (საფრანგეთი).
მონაწილეობას იღებდა საქართველოს 17 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (ფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირები). კურსი იყო ინტერაქტიული და პრაქტიკული. ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა, ექსპერტებმა ქართული არასამთავრობო სექტორის ლიდერებს გააცნეს საერთაშორისო პრაქტიკა ფანდრაიზინგში და იმსჯელეს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისიის ხედვისა და ღირებულებების როლი დონორთან ურთიერთობისას. სემინარის დასასრულს მონაწილეებმა სემინარზე შეძენილი უნარ ჩვევების გამოყენებით შეავსეს ტრენერების მიერ შედგენილი სტრატეგიულ გეგმები და დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს.
შეფასების ფორმებში მონაწილეებმა კმაყოფილება გამოხატეს როგორც ტრენინგის ორგანიზებაზე, ასევე შინაარსის დონესა და ექსპერტებზე. მათ გადაეცათ საჩუქრად წიგნები “Beyond Fundraising”– ქეი სფრინქელ გრეისის ავტორობით, ასევე მასალების კრებული თანხების მოძიების შესახებ.
სასარგებლო ბმულები:
http://www.contributionsmagazine.com/
http://www.wiley.com/WileyCDA/WileyTitle/productCd-0471200190.html
http://www.philanthropy.iupui.edu/TheFundRaisingSchool/
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge