ერთობლივი ეგზიტპოლი

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგაიზაციას აერთიანებს, ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო.
 ამ გადაწყვეტილებას ასევე ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოს რიგი წევრები, ასევე თანამშრომლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტაცია იყო ის, რომ ეგზიტპოლში საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობამ სხვა კერძო ტელეკომპანიებთან ერთად შესაძლოა დააზარალოს მისი იმიჯი და დამოუკიდებლობა. სამეურვეო საბჭოს წევრების უმეტესობისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკმარისი აღმოჩნდა იმ კომპანიის გამოცდილებისადმი დადებითი დამოკიდებულება და მის მიმართ ნდობა რომელმაც ეგზიტპოლები უნდა ჩაატაროს.
მიუხედავად არგუმენტირებული წინააღმდეგობისა და გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეების დასაბუთებული წარმოჩენისა, სამეურვეო საბჭომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. შესაბამისი ხელშეკრულება მაუწყებელმა უკვე გააფორმა „თი-ენ-ეს ოფინიონთან“, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 8 ოქტომბრის არჩევნებზე კერძო კომპანიებთან ერთობლივად ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს წარუდგენს საზოგადოებას


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge