დევნილმა ოჯახმა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დავა მოიგო

საია-ს ზუგდიდის ოფისი იცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  პირის ინტერესებს, რომელის ოჯახსაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახი  ცხოვრობდა სიცოცხლისათვის /ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში, რაც დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნით. მიუხედავად ამისა, მათი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

საია-ს დახმარებით, დევნილმა ოჯახმა გაასაჩივრა ის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უთხრეს საცხოვრებლის გადაცემაზე. სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა დევნილი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინით  დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge