2015 წლის 26 დეკემბერს, 13 წლის გოგონას, ქრისტინა მ-ს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. ქრისტინა ადგილზე გარდაიცვალა, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო. ამ ოჯახში უკვე მეორე ბავშვია, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით რამდენი ასეთი ბავშვი კვდება ქუჩაში ყოველ წელს, თუმცა ყოველ დღე ვხედავთ მათ ქუჩებში, ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხეშია და ჩვენ „ვაფინანსებთ“ მათ ქუჩაში ყოფნას.
საქართველოში 2000-მდე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს მთავრობას არ აქვს პოლიტიკა, არ აქვს ხედვა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გადასარჩენად. სახელმწიფოს არ აინტერესებს ეს ბავშვები. მთავრობა დუმილით პასუხობს ბავშვთა მონობის თანამედროვე ფორმას საქართველოში.
ბავშვი ქუჩაში არ მუშაობს, მას იძულებით ამუშავებენ და თუ ის უარს იტყვის მუშაობაზე მას სასტიკად დასჯიან. ქუჩაში ბავშვის ადგილი არ არის! დღეს ეს ბავშვები ითხოვენ დახმარებას, ხვალ მოგვთხოვენ პასუხს!
ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საზოგადოებას, მედიას, სახელმწიფოს, ერთად ვებრძოლოთ ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს საქართველოში!
მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ხედვა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე, სწორი სახელდება მოახდინოს ამ საკითხის და დაიწყოს მოქმედებების პროაქტიული განხორციელება, რათა გადავარჩინოთ ბავშვები!
ხელისმომწერი ორგანიზაციები:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge