საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.
საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანხმად, 2016 წელს, „Check in Georgia”-ს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5, ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან - 2958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% შეადგენს მხოლოდ. შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ „Check in Georgia” უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს არ გამართლდა.
პროექტის სამი მსხვილი ღონისძიების ბილეთებში უცხოელი ტურისტების წილი კიდევ უფრო უმნიშვნელო ხდება, თუ 2016 წელს, „Check in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენობას, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობასთან შევადარებთ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, საქართველოს სულ 6,360,503 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, „Check in Georgia”-ს საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე, ქვეყანში შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროექტის „Check in Georgia”-ს ფარგლებში, სამი მსხვილი ღონისძიების, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების პირველი ათეულში 6 ისეთი ქვეყანა მოხდა, რომლებიც 2016 წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ათეულში შედის. ამდენად, ქვეყნის საზღვრების გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროქტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე.
2016 წელს პროექტ „Check in Georgia”-თან დაკავშირებით საყურადღებოა ასევე შემდეგი გარემოებები:
- პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2016 წელს ჯამში 40 მილიონ ლარს აჭარბებდა (საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ბიზნეს სექტორის მიერ გაღებული თანხები);
- პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის, რამაც არსებითად შეამცირა კონკურენცია პოტენციურ მიმწოდებლეს შორის და გაზარდა ფინანსების არარაციონალურად ხარჯვის რისკი;
- დღემდე არ არსებობს დოკუმენტი (პროექტი) სადაც დეტალურად და ამომწურავად იქნებოდა გაწერილი თუ რა იყო პროექტის მიზანი, როგორ შეფასდებოდა პროექტი, როგორ გაიზომებოდა პროექტის წარმატება/წარუმატებბლობა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები;
- სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც 2016 წელს კულტურის განვითარების ფონდის სახელით „Check in Georgia”-ს მართავდა, არ ფლობს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში რეალიზებული ბილეთების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციის თანანხმად, TKT.GE-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 15%-დან 20%-დე ცდომილების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი „Check in Georgia” 2017 წელსაც ხორციელდება, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხელისფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს უნდა საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვა და სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული ფორმების გამოყენება. ასევე, საზოგადებას წარუდგინოს უნდა „Check in Georgia”-თან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც სრულად და ამომწურავად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, რისკების და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ.
იხ. პრეზენტაციის სრული ვერსია
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge