ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა ჩატარდა

2007 წლის 22-23 სექტემბერს ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა (ძირითადად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლებს ერთმანეთისათვის გაეცნოთ:

- იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;
- საბაკალავრო პროგრამები;
- სასწავლო პროცესის მართვა;
- სამაგისტრო პროგრამები;
- დოქტორანტურა.


პრეზენტაციები გააკეთეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომელიც ეხებოდა როგორც საკანონმდებლო სფეროს, ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. შადაც მოწვეული იქნებიან დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge