უპირობო პრივატიზაცია

2019 წლის 29 ნოემბერს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შავი პარასკევის ვაჭრობისთვის ემზადებოდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საჯარო პრეზენტაცია გამართა. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის გზით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კატალოგი და რუკა, რომელიც მოიცავს საპრივატიზებო ქონების ნუსხას. 

იმავე დღეს გამოცხადდა 117 აუქციონი, აქედან: 

საპრივატიზებო ობიექტები 40 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გაფანტული. მათგან ყველაზე მეტი რეგისტრირებულია ქუთაისში.

 

29 ნოემბერს გამოცხადებული ყველა აუქციონი 2019 წლის 13 დეკემბერს დასრულდა.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 117 ქონებიდან მხოლოდ 20 გაიყიდა და აქედან 17 – უპირობო წესით. პირობით გაყიდული სამი ობიექტიდან, ორი მათგანი დატვირთულია ვალდებულებით სასტუმროს აშენებასა და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით (დაბა მესტიაში –  ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია და კურორტ ბახმაროში – მიწის ნაკვეთი), თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი შეიცავს მოთხოვნას სავალდებულო წესით დასაქმების შესახებ (კურორტი ბახმარო). დარჩენილი ერთი ობიექტის პირობა შეეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმებას და არა – რაიმე დამატებით ღონისძიებას (ქ.ქუთაისში – 1881 წელს აშენებული ე.წ. „ქუთაისელის სახლი“).

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ობიექტებიდან სამომავლო განვითარების პროფილი, ძირითადად, სასტუმრო ან სამრეწველო/სასაწყობე ობიექტებთან არის დაკავშირებული,  მხოლოდ ორი – მესტიასა და ბახმაროში არსებული ობიექტები შეიცავს პირობას, თუ რა პროფილით უნდა განავითაროს მყიდველმა.

29 ნოემბერს აუქციონზე გამოტანილი ქონებიდან ყველაზე დიდი ფასნამატით დაბა მესტიაში მდებარე ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია გაიყიდა, ხოლო ყველაზე ძვირად – თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრის მიმდებარედ არსებული შენობა.

საბოლოო ჯამში, 139 მილიონი ლარის ღირებულების 117 საპრივატიზებო ობიექტიდან სააგენტომ მხოლოდ 20 ობიექტი გაყიდა 33 მილიონ ლარად.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის წესს განსაზღვრავს, განმეორებითი აუქციონის დროს შესაძლებელია საპრივატიზებო საფასურის 50%-მდე შემცირება, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური  შეიძლება კიდევ შემცირდეს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge