საქმის გარემოებები
მომჩივანი ეროვნულ დონეზე ითხოვდა, რომ სასამართლოს გაეთვალისწინებინა მისი არასრულწლოვანი დისშვილების სურვილი და მათ საცხოვრებელ ადგილად დეიდის საცხოვრებელი განესაზღვრა.
სასამართლო ეტაპზე სოციალური მუშაკები ბავშვების წარმომადგენლად ჩაერთნენ. საბოლოო გადაწყვეტილებით ეროვნულმა სასამართლოებმა ბავშვები მამას მიაკუთვნეს. თუმცა, სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და მათი სურვილი ეცხოვრათ დეიდასთან.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანთა წარმომადგენლობა სოციალური მუშაკების მიერ იყო ხარვეზიანი, რადგან კანონმდებლობით არ იყო სათანადოდ დარეგულირებული, თუ რა უფლებები გააჩნდათ სოციალურ მუშაკებს ამ პროცესში.
სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ბავშვების მოსაზრებები არ მოისმინა და გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა ბავშვების საუკეთესო ინტერესი მიუხედავად მამისადმი მათი მტრული დამოკიდებულებისა.
ხარვეზები გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში
- 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის მოსაზრებების მოსმენა სასამართლოში კვლავ არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი;
- პრობლემურია ბავშვის წარმომადგენლობის საკითხი, რადგან ერთი და იგივე უწყების წარმომადგენელს ევალება, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები პროცესზე და ასევე, დაიცვას მის მიერ გაცემული დასკვნა ბავშვის ინდივიდუალური შეფასების შესახებ.
- ევროპული სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად სოციალური მუშაკის, როგორც საპროცესო წარმომადგენლის, უფლებები და ვალდებულებები კანონმდებლობით სათანადოდ არ არის გაწერილი.
მიუხედავად ბავშვთა ინტერესების დაცვის საკითხში სოციალური მუშაკის სასიცოცხლო როლისა, სოციალური სამუშაოს ეფექტიანობა და ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. სოციალური მუშაკების მუშაობის გაძლიერების სანაცვლოდ სახელმწიფომ ბუნდოვანი დასაბუთებით კვალიფიციური სოციალური მუშაკები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge