ბათუმში გამართულ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

2021 წლის 24 აპრილს, ქალაქ ბათუმში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პროტესტისგამოხატვის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ალბერტ არაქელოვი დააკავა. მის მიმართშედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმიდაუმორჩილებლობის მუხლით. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალბერტ არაქელოვის საქმე დღეს განიხილა და დაადგინა, რომსამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოებადა დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლა. 

ალბერტ არაქელოვის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge