31 მარტს, 14.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტრებიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში დღემდე არსებობს უამრავი მოუგვარებელი და სამართლებრივად პრობლემატური საკითხი, რომლებიც საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს.
პირველი სერიოზული პრობლემა, რაც აჭარის ტელევიზიასთანაა დაკავშირებული, მისი სტატუსია. დღეს არსებული სტატუსით აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენს, რაც ნებისმიერ მაუწყებელს აბსურდულ მდგომარეობაში აყენებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის დიდი მცდელობის მიუხედავად აჭარის ა/რ-ის. სინამდვილეში არ აღმოჩნდა არცერთი დაწესებულება და არცერთი თანამდებობის პირი, ვისგანაც შესაძლებელი გახდებოდა ინფორმაციის მიღება აჭარის ტელევიზიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით.
განხორციელებული საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ ისეთ საკითხებზე, როოგორიცაა ტელევიზიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, ტელევიზიის ბალანსზე არსებული ქონების ჩამონათვალი, განხორციელებული შესყიდვის აქტები და ა.შ. უფრო მეტიც აჭარის ტელევიზიაში რიგი ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია საიდუმლოდ მიიჩნიეს და მიუხედავად სასამართლოში წაგებული არაერთი პროცესისა დღემდე არ ასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რაც უამრავ კითხვას ბადებს.
31 მარტის შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მოწვეულია რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა, მასმედიის, მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს, წარმომადგენლები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge