აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია

ჩვენ, კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რადგან აჭარის მაუწყებელი, ერთის მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორეს მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა. ამასთან, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი/სოლიდარობის აქციის მონაწილეები გახდნენ  ტელემაუწყებლები,  ონლაინ მაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი.
დღეისათვის აჭარის მაუწყებლის წინ შიმშილობის აქციის მეშვიდე დღეა, ასევე დევნისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, რომელიც დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდეც.

ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს - დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება.

საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არის ჩარჩო საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge