დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია და მოსარჩელე სამსახურში აღდგა. მის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
მოსარჩელე მუშაობდა კერძო კომპანიაში, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. გათავისუფლების ბრძანებაში ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელი მიუთითებდა შემდეგ ფაქტებზე: სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვება; დიდი დროით მოსასვენებელ ოთახში ყოფნა და ცალკეულ შემთხვევებში - ჯანმრთელობის პრობლემები. პროცესზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებით განმარტეს, რომ დასაქმებული სამსახურეობრივ მოვალეობას არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად ასრულებდა.
საია-ს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ დამსაქმებელმა აღნიშნული არგუმენტებით ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია შენიღბა და რეალურად სახეზე არ იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასმართლომ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი, დაადგინა დასაქმებულის დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ფაქტი და დამსაქმებელს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა. სასამართლო გადაწყვეტილება ამ დროისათვის კანონიერ ძალაში არ არის შესული და შესაძლებელია მისი გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge