არჩევნები 2017: საინფორმაციო ბიულეტენი #3

საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.

მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს ხელი შეუწყოს:
ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და უზრუნველყოს ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ასევე, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე და ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე, რომელიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებებს. საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.

წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი #3 მოიცავს:

- საარჩევნო შტაბზე თავდასხმის ფაქტს;

- თავისუფლების უკანონო აღკვეთის სავარაუდო ფაქტს;

- პარლამენტში გენდერული კვოტის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს და ა.შ.

საინფორმაციო ბიულეტენი #3-ის სრული ვერსია იხ. თანდართულ დოკუმენტში.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge