არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობა შეაფასეს

თბილისი, 26 აპრილი 2014 – დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  წარმოადგინეს ერთობლივი ანგარიში – შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება.
 
ანგარიში წარმოადგენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს და  მოიცავს 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდს. ანგარიშში შეფასებულია  სამინისტროს  მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები,  შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ქმედებები და დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. ასევე, საუბარია შსს-ს თანამშრომელთა მიერ სავარაუდო უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებზე. ანგარიშში შეფასებულია არჩევნების შემდეგ პერიოდში  შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს მუშაობის შედეგები.
 
მონიტორინგის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:
 
 
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მონიტორინგისას გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას.
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge