„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ გმობენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად გატარება, რათა საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge