არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ, რაც ყველა დაინტერესებულ პირს საკითხთან დაკავშირებული სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემდა.
 
შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ განსაკუთრებით მაღალი  საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესის  გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად  გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული შემდეგი ბრძანებები და თანმდევი დოკუმენტები:
 
 

 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 
მწვანე ალტერნატივა;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
ტფილისის ჰამქარი;
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge