ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით („25-ე არხი“; გაზეთი „ქრონიკა“ და სხვა) სხავადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ.
ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება, გააღვივოს საქართველოში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას.
მივმართავთ საქართველოში მოქმედ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, არანაირი მიზანი, მათ შორის, არც ხელისუფლებაში დარჩენის ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, არ ამართლებს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად აღნიშნული თემებით მანიპულირებას. დაუშვებელია ოპონენტის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება იქცეს პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი პოზიციის გამყარების არგუმენტად.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯაროდ მოვახდენთ რეაგირებას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ლიდერისა ან საზოგადო მოღვაწის ქმედებასა თუ განცხადებაზე, რომელშიც იქნება მცდელობა, საარჩევნო კამპანიაში დაამკვიდროს პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სტანდარტები და წესები.
1. თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები:
• ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში
• ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი
• კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
• უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი
• ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
• გოგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
• დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
• მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი
• დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
• მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი
3. არნოლდ სტეპანიანი - „მრავალეროვანი საქართველო“;
4. ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;
5. ნინო ლომჯარია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
6. მამუკა ყუფარაძე - „სტუდია რე“;
7. ია ანთაძე - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge