არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა დადგინდეს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა. სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასასაბჭოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი წესის არარსებობის და მისი გამოყენების აუცილებლობის არასათანადო დასაბუთების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურის დაწყების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ  საბჭო ცდილობს დაარეგულიროს მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანის პროცესი და კრიტერიუმები მაშინ, როცა საბჭოში უკვე შესულია 7 ვაკანტურ ადგილზე გადაყვანის მსურველ მოსამართლეთა განაცხადებები. მიმდინარე პროცესში ფუნდამენტური რეგულირებების ცვლილება და ის ფაქტი, რომ საბჭო ცდილობს ნაჩქარევად მიიღოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები და წესი, რომლის მიღებაზე წლების განმავლობაში არ უზრუნია, თავისთავად ახდენს ამ პროცესის დისკრედიტაციას. გარდა ამისა, პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას:    

მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანა/დაწინაურების საკანონმდებლო მოწესრიგება  ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია. ორგანული კანონის 37- მუხლის საფუძველზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის მანკიერ პრაქტიკაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გასულ წლებში სისტემატურად მიუთითებდნენ და ამ მუხლის გამოყენება ყოველთვის ეჭვებს წარმოშობდა მისი ობიექტურად გამოყენების თვალსაზრისით

 

მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია კანონი, სულ მცირე, ადგენდეს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის/დაწინაურების ძირითად პრინციპებს, რომლითაც შეზღუდული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერი შემადგენლობა კანონის საფუძველზე უფრო დეტალური პროცედურების მიღებისასარ შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთლიანად დამოკიდებული იყოს საბჭოს წევრთა  კეთილსინდისიერებაზე, არამედ გამყარებული უნდა იქნეს ინსტიტუციურ დონეზე, რაც პირველ რიგში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.

მოსამართლეთა დაწინაურება შესაბამისი შეფასების სისტემის არარსებობის პირობებში გამორიცხავს დაწინაურების პროცესში საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს წევრებს ხელთ არ ექნებათ ინფორმაცია რაზეც მათ უნდა დააფუძნონ საკუთარი ობიექტური არჩევანი, რაც ყველა შემთხვევაში საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევს.  ამდენად, მოსამართლეთა შეფასების გამართული სისტემის დანერგვის გარეშე დაუშვებლად მიგვაჩნია მოსამართლეთა დაწინაურების პრაქტიკის გაგრძელება.    

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #10 (2007) რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების არსებობა არ არის საკმარისი. აღნიშნული რეკომენდაციის 93- პუნქტის თანახმად, „ნებისმიერდაინტერესებულ მხარეს უნდა შეეძლოს გაეცნოს საბჭოს მიერ გაკეთებულ არჩევანს და გადაამოწმოსნამდვილადდამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა მართლმსაჯულების საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმებიდანიშვნებისა და დაწინაურებების დროს.“ მიუხედავად მოსამართლეთა გადაყვანის კრიტერიუმების დადგენის მცდელობისაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოთავაზებული მოსამართლეთა დაწინაურების წესი ასეთი შეფასების საშუალებას არ იძლევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე გაჟღერდა მძიმე ბრალდება, რომ არსებობდა კონკრეტული პირების სია, ვისი გადაყვანაც იგეგმებოდა  თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე. ამასთან, საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა და გაკეთებულმა განცხადებებმა დატოვა საბჭოს წევრებს შორის გარიგების შთაბეჭდილება აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ შთაბეჭდილებას აძლიერებს ისიც, რომ არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები და კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა იმის თაობაზე, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული მდგომარეობა რატომ განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ან საქართველოს რეგიონებში არსებულ სხვა სასამართლოებში შექმნილი რთული ვითარებისაგანსადაც ერთ მოსამართლეს ერთდროულად ასეულობით საქმე აწერია განსახილველად.

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა ნდობას უკარგავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც ინსტანციის სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე გადაყვანას (დაწინაურების) უკავშირდებამოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის, ანუ დაწინაურების მიმდინარე პროცესი, რაც ფორსირებულად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს, საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი მოსამართლეების მიუკერძოებლობას მათ მომავალ საქმიანობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიციებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის/დაწინაურების ცხადი კრიტერიუმებისა და წესების არარსებობის პირობებში, უარი თქვას საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37- და 41- მუხლების პრაქტიკაში გამოყენებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტური ადგილის ამ გზით შევსებაზე. აქ

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge