არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული  რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება.

მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ ხდება ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების რეალიზება, რისი მიზეზიც უმეტესად არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაა. ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების ღირსების შემლახველი მდგომარეობა ყველაზე ხილულად სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს გამოიხატება. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გახდეს საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გენდერულად სამართლიანი, არსებითი თანასწორობის მიღწევის მთავარი საშუალება ქვეყანაში. რაც უზრუნველყოფს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

 

 

 

ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გოგონათა, ქალთა, შშმ პირების და უმცირესობათა  საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გავმართოთ შეხვედრები და კონსულტაციები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიასთან, ისე საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელთან.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  3. თანასწორობის მოძრაობა;
  4. გენდერული თანასწორობის ქსელი;
  5. ქალთა ფონდი საქართველოში;
  6. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის;
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
  8. ბრიჯ-ინოვაცია  და განვითარება;
  9. გენდერული სამართლიანობა;
  10. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცედნტრი;
  11. სამოქალაქო ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის;
  12. საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი;
  13. მზის შვილები - დაუნის სინდრომი;
  14. განათლებისა და შრომის ასოციაცია;
  15. ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის;
  16. თელავის გენდერის მედიაცენტრი;
  17. რუსთავის გენდერი მედიცენტრი;
  18. გორის გენდერის მედიაცენტრი;
  19. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი;
  20. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი;
  21. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი;
  22. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  23. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი;
  24. ახალციხის გენდერის მედიაცენტრი;
  25. ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო (WECF/Georgia);
  26. ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  27. საფარი;
  28. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;
  29. ინტეგრაცია- ევროატლანტიკური არჩევანი
  30. საქართველოს ქრისტიან ქალთა ცენტრი
  31. საინიციატივო ჯგუფი ,,ქალები საქართველოსთვის"
  32. ასოციაცია ,,თანადგომა ხალხთან''
  33. ა(ა)იპ ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის
  34. კონსტიტუციის  42 მუხლი
  35. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის რ/ კომიტეტი (ასოციაცია)
  36. "საქართველოს დემოკრატიის სახლი"
  37. ასოციაცია "ევროპის დროით"
  38. საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
  39. BBSA - Georgia შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი -საქართველო
  40. ასოციაცია "მერკური"
  41. "განათლებისა და სამართლის საერთაშორისო ცენტრი"
  42. ასოციაცია   ბილიკი
  43. ასოციაცია ანიკა
  44. ასოციაცია ჰერა XXI უერთდება განცხადებას
  45. ა(ა)იპ "მშობელთა ხიდი"
  46. ასოციაცია კავკასიის   განვითარების   ჯგუფი 
  47. "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისავის"
  48. ააიპ "ქალები თანასწორობისათვის"
  49. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
  50. მეწარმე ქალთა ფონდი
  51.  კავშირი ქალთა ცენტრი
  52. აქტიური დაბერება საქართველო
  53.  " ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის "
  54. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" უერთდება მიმართვას
  55. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  56. ძალადობისაგან  დაცვის  ეროვნული ქსელი
  57. ცენტრი "ემპათია"
  58.  ა(ა)იპ "სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative"
  59. სამეგრელო ზემო სვანეთის ქალთა მოძრაობა "მანგი"
  60. ,,განათლების ცენტრი''
  61. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი.
  62. არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა"
  63. "სტუდიომობილი -აქცენტი მოძრაობაზე"
  64. ,,სათემო ფონდი ეგრისი"
  65. ააიპ ქალები ჯანმრთელობისთვის
  66. ასოციაცია "იმედი"დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
  67. " მრავალეროვანი საქართველოს ქალები“
  68. საქართველოში რუსი ქალების კავში
  69. აიპ "ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა"
  70. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
  71. "სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის".
  72. " სათემო ფონდი ტოლოში"
  73. პედაგოგთა კავშირი განატლება და სამყარო
  74.  შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფი პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  75. სათემო ფონდი ნეფა
  76. კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო"

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge