საქართველოს პარლამენტმა პირველ მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას შეეხება და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
პირველ მაისს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა განსახილველად კანონპროექტს. საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა არც პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არც ინიცირებულ კანონპროექტს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ნორმა დარჩა ძალაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge