საიას აჭარის ფილიალი იცავდა 2022 წლის პირველ მარტს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციისას დაკავებული 8 პირის ინტერესებს. აქცია შეეხებოდა უკრაინაშ რუსული აგრესიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამავდროულად, აპროტესტებდნენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციებს. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ 8 პირი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეები სხვადასხვა დროს განიხილა და მათგან 4 პირის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, 1 პირის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სამი პირი - დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები 48 საათის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იყვნენ მოთავსებულნი ბათუმისა და ქობულეთის იზოლატორებში (გარდა ერთისა, რომლის მიმართაც დაკავებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა და საჭიროებდა სამედიცინო მომსახურებას). საია ამ ნაწილშიც გააგრძელებს მათი უფლებების დაცვას.
ამ საქმეებს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში აწარმოებდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge