ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენციები საქართველოში

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ 19 საერთო არჩევნები ჩატარდა. თითქმის ყველა შემთხვევაში შეინიშნებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. სწორედ მის ფორმებს შეეხება ეს დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ დასკვნებს და აფასებს სხვადასხვა არჩევნებზე ამ კუთხით არსებულ ვითარებას. საქართველოში ეუთო 15 არჩევნებს დააკვირდა და, საერთო ჯამში, ამომრჩევლის ნების კონტროლის 11 ფორმა აღწერა. ესენია - საარჩევნო უბნებთან:

·      მხარდამჭერების მობილიზება;

·      პოლიციის მობილიზება;

·      ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღწერა;

·      ამომრჩევლების ავტობუსით მიყვანა;

·      საარჩევნო კამპანიის წარმოება;

·      საარჩევნო მასალის განთავსება;

·      დაძაბული ვითარების შექმნა;

·      არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;

·      ამომრჩევლის თვალთვალი;

·      ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა;

·      ამომრჩევლის დაშინება.

დოკუმენტის მიზანია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ნების კონტროლის ძირითადი ტენდენციების გამოვლენა და არა - ყველა მათგანის იდენტიფიცირება. აქ გაანალიზებულია მხოლოდ ის ფორმები, რომლებიც მოცემულია ეუთოს დასკვნებში. სხვა სადამკვირვებლო მისიებს, შესაძლოა, განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ.

ეუთოს მისიის მიერ იდენტიფიცირებული კონტროლის ფორმები წლებისა და რაოდენობის მიხედვით:

·      უბნებთან მხარდამჭერების მობილიზება - 2 არჩევნებზე;[1]

·      უბნებთან პოლიციის მობილიზება - 2 არჩევნებზე;[2]

·      ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღწერა - 5 არჩევნებზე.[3] ბოლოს ის 2020 წლისარჩევნებზე დაფიქსირდა;[4]

·      ამომრჩევლების ავტობუსით მიყვანა - 2 არჩევნებზე;[5]

·      უბნებთან საარჩევნო კამპანიის წარმოება - 2 არჩევნებზე;[6]

·      უბნებთან საარჩევნო მასალის განთავსება - 4 არჩევნებზე;[7]

·      უბნებზე დაძაბული ვითარების შექმნა - 1 არჩევნებზე;[8]

·      საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა - 2 არჩევნებზე;[9]

·      ამომრჩევლის თვალთვალი - 2 არჩევნებზე.[10] ბოლოს ის 2020 წლის არჩევნებზეშეინიშნებოდა;[11]

·      ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა - 6 არჩევნებზე;[12]

·      ამომრჩევლის დაშინება - 7 არჩევნებზე.

კონტროლის ეს ბოლო ფორმა - ამომრჩევლის დაშინება - ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა. ეუთომ ამგვარი ტენდენცია პირველად 1999-ში, ბოლოს კი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოავლინა.[13] როგორც აღინიშნა, საქართველოში ნების კონტროლის 11 განსხვავებული ფორმა იდენტიფიცირდა. მათი რაოდენობა ყოველ კონკრეტულ წელს ჩატარებულ არჩევნებზე ასეთია: შესწავლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, დარღვევათა ყველაზე მეტიფორმა, ჯამში 7, 2008 წელს გამოვლინდა; 2003-ში - 6; 2017-ში - 4; 1999-ში, 2010-სა და 2018-ში - 3-3;2004-ში, 2012-ში, 2016-სა და 2020-ში - 2-2; 2006-ში კი - მხოლოდ 1.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ ნებისკონტროლის 11 იდენტიფიცირებული ფორმიდან 6, ფაქტობრივად, აღარ შეინიშნება, თუმცა 5 კვლავ პრობლემურია. მათ შორისაა: ამომრჩევლის თვალთვალი, დაშინება, მასზე უკანონო ზეგავლენა, ამომრჩევლის აღწერა და უბანზე პარტიული აქტივის მობილიზება. მიუხედავად ნების კონტროლის ფორმების გამოყენების კლების ტენდენციისა, მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი გამოვლინებებიც სრულად აღმოიფხვრას.

 

ავტორი: გიორგი ალავერდაშვილი 

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 


 

[1] ეს არჩევნები იყო: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Georgia, Municipal Elections, 30 May 2010 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 21, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://www.osce.org/files/f/documents/2/7/71280.pdf, განახლებულია: 07.10.20; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Georgia Local Elections, 21 October and 12 November 2017 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23 და 28, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/b/b/373600.pdf, განახლებულია: 08.10.20.

[2] ეს არჩევნები იყო: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia – Parliamentary Elections 31 October & 14 November 1999 OSCE/ODIHR Final Report, გვ. 22, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/4/c/15612.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, Parliamentary Elections, 2 November 2003, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/0/22205.pdf, განახლებულია: 29.09.20.

[3] ეს არჩევნები იყო: 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Municipal Elections, 5 October 2006, Georgia OSCE/ODIHR Limited Election Observation Mission Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/5/2/23509.pdf, განახლებულია: 06.10.20; 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Georgia, Municipal Elections, 30 May 2010 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 21, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/7/71280.pdf, განახლებულია: 07.10.20; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Georgia Local Elections, 21 October and 12 November 2017 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23 და 28, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/b/b/373600.pdf, განახლებულია: 08.10.20; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Presidential Election, 28 October and 28 November 2018 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 22 და 29, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/y2c6g4xw, განახლებულია: 08.10.20; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, International Election Observation Mission, Georgia – Parliamentary Elections, 31 October 2020, Statement of Preliminary Findings and Conclusions, Preliminary Conclusions, p. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/a/d/469005.pdf, განახლებულია: 28.12.20.

[4] იქვე.

[5] ეს არჩევნები იყო: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, Parliamentary Elections, 2 November 2003, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/0/22205.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Extraordinary Presidential Election, 5 January 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 20, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/7/b/30959.pdf, განახლებულია: 06.10.20.

[6] ეს არჩევნები იყო: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia – Parliamentary Elections 31 October & 14 November 1999 OSCE/ODIHR Final Report, გვ. 22, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/4/c/15612.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, Parliamentary Elections, 2 November 2003, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/0/22205.pdf, განახლებულია: 29.09.20.

[7] ეს არჩევნები იყო: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, Parliamentary Elections, 2 November 2003, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/0/22205.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2004 წლის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, Repeat Parliamentary Elections, 28 March 2004, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 19, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://www.osce.org/files/f/documents/7/5/34196.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Extraordinary Presidential Election, 5 January 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 20, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/7/b/30959.pdf, განახლებულია: 06.10.20; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia Parliamentary Elections, 21 May 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/f/4/33300.pdf, განახლებულია: 29.09.20.

[8] ეს არჩევნები იყო: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia Parliamentary Elections, 21 May 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://www.osce.org/files/f/documents/f/4/33300.pdf, განახლებულია: 29.09.20.

[9] ეს არჩევნები იყო: 2004 წლის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, Repeat Parliamentary Elections, 28 March 2004, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 19, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/7/5/34196.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia Parliamentary Elections, 1 October 2012 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 25, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/8/1/98399.pdf, განახლებულია: 07.10.20.

[10] ეს არჩევნები იყო: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Presidential Election, 28 October and 28 November 2018 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 22, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://tinyurl.com/y2c6g4xw, განახლებულია: 08.10.20; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, International Election Observation Mission, Georgia – Parliamentary Elections, 31 October 2020, Statement of Preliminary Findings and Conclusions, Preliminary Conclusions, p. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/a/d/469005.pdf, განახლებულია: 28.12.20.

[11] ეს არჩევნები იყო: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, International Election Observation Mission, Georgia – Parliamentary Elections, 31 October 2020, Statement of Preliminary Findings and Conclusions, Preliminary Conclusions, p. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/a/d/469005.pdf, განახლებულია: 28.12.20.

[12] ეს არჩევნები იყო: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, Parliamentary Elections, 2 November 2003, Georgia OSCE/ODIHR Final Report, გვ. 17, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/2/0/22205.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Extraordinary Presidential Election, 5 January 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 20, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/7/b/30959.pdf, განახლებულია: 06.10.20; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia Parliamentary Elections, 21 May 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/f/4/33300.pdf, განახლებულია: 29.09.20; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, Georgia Parliamentary Elections, 8 and 30 October 2016 OSCE/ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 28-29, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/e/e/297551.pdf, განახლებულია: 08.10.20; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, Georgia Local Elections, 21 October and 12 November 2017 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 23 და 28, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/b/b/373600.pdf, განახლებულია: 08.10.20; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, Georgia Presidential Election, 28 October and 28 November 2018 ODIHR Election Observation Mission Final Report, გვ. 22 და 29, ეუთოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/y2c6g4xw, განახლებულია: 08.10.20.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge