პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება გარემოს დაბინძურებასთან ერთად, ხშირად იწვევს ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების, დაშავებას,1 ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილს და საკუთრების დაზიანება/განადგურებას.2 მისგან მომდინარე საფრთხეები იმდენად მაღალია, რომ ვერ შეფასდება ვიზუალური ეფექტის საპირწონედ. პიროტექნიკურ ნაკეთობების გამოყენება განსაკუთრებით, მოწყვლად, დაუცველ და საფრთხის შემცველ მდგომარეობაში აყენებს მიუსაფარ და ზოოპარკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცხოველებსა და ფრინველებს.3
საქართველოში 2018 წლიდან პიროტექნიკური ნაკეთობების არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.4 იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიზეზი იყო არასრულწლოვანებისთვის პიროტექნიკურ ნაკეთობებზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, აღნიშნულმა ცვლილებებმა კანონის არაჯეროვანი აღსრულების გამო, ვერ გამოიღო ეფექტიანი შედეგი. არასრულწლოვნებს კვლავ აქვთ პიროტექნიკურ ნაკეთობებზე დაუბრკოლებელი წვდომა, რაც საფრთხეს უქმნის მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებას.5 ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაშავებულ პირთა რაოდენობა არ არის მნიშვნელოვნად კლებადი.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას პიროტექნიკული ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების მინიმალიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯები, რადგან, როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირგვლევა, კვლავ დიდი რაოდენობით შემოდის და
უკონტროლოდ იყიდება საქართველოში პიროტექნიკური ნაკეთობები, რაც ზემოთ ხსენებული საფრთხეებს კიდევ უფრო აძლიერებს.6
1„სისულელე ჩავიდინე“ - პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები 2023 წელს, რადიოთავისუფლების ვებგვერდი, 06.01.2023. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32212427.html , განახლებულია: 27.12.2023.
2 #ამშაბათკვირას პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეები სტუმრები: ზურა გურიელიძე; გუგა ქაშიბაძე, პირელი არხის ვებგვერდი, 24.12.2023, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kmorF , განახლებულია: 27.12.2023.
3 ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა, ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, 21.12.2023. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/HSY57, განახლებულია:27.12.2023.
4 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1561.
5 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/yKMU6 . განახლებულია: 27.12.2023.
6 საქართველომ წელს $5,6 მილიონის პიროტექნიკა იყიდა - სად ვყიდულობთ საქონელს? ბიემჯის ვებგვერდი, 22.12.2023. ხელმისაწვდომია: https://rb.gy/w4usfs .
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge