საია დაიწყო პროექტი „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, რომელიც გრძელდება 2016 ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე.
პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, სექს მუშაკებისა და ნარკოდამოკიდებული ქალებისათვის ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორიცაა:
Ø უფასო იურიდიული დახმარება;
Ø ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
Ø თავშესაფრებში მოთავსება;
Ø პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
Ø მსხვერპლთა გაძლიერება.
მიზნობრიობიდან გამომდინარე, პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
საია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობისას მსხვერპლებს დაუფინანსდება პროფესიული გადამზადების კურსები სხვადასხვა სფეროებში. კურსის გავლა შესაძლებელი იქნება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თუ შენ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ან შენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულის შესახებ, დაგვირეკე შემდეგ ნომრებზე:
საია (სამართლებრივი დახმარება) – (032) 2995076
ძდექი (ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია) - (032) 2726717
თანადგომა (ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია) - (032) 2 25 18 19
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები:
Ø შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა";
Ø ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი;
Ø დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
Ø საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge