ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 340 დევნილს დაიცავს

აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა, რუსი ოკუპანტების მიერ შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.

კერძოდ:

1.    მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათი ტყვეობაში ყოფნა. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში იძულებულნი იყვნენ გაეწიათ მონური შრომა;
2.    მრავალმა მათგანმა დაკარგა ახლობლები და ასევე რეალური საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს;
3.    დაზარალებულთა ნაწილი გახდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.
4.    ასევე მასობრივად ხდებოდა ქონების განადგურება. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობის სახლები მთლიანად გადამწვარია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგისტოდანვე აქტიურად ჩაერთო განვითარებულ მოვლენებში. საიას ადვოკატებმა დაიწყეს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა. საია უწევდა უფასო იურიდიულ დახმარებას რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებულ ასობით ადამიანს და ასევე სთავაზობდა მათ მათი ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში. სექტემბრიდან მოყოლებული საიას ადვოკატებმა დახლოებით 1000 ადამიანს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია.

საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საია 49 საქმეს აგზავნის, რომელშიც ჯამში 340 დაზარალებულის ინტერესია გათვალისწინებული.
სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამასთანავე, საიამ მოითხოვა, რომ ევროსასამართლომ საქართველოში მოავლინოს ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც ადგილზე გაერკვევა საქმის ვითარებაში.


იხილეთ 49 საქმე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა:

1.    ცხინვალის სამოქალაქო ტყვეები - 51 განმცხადებელი;
2.    ერგნეთში სახლების დაწვა და სამოქალაქო პირების მკვლელობა (3 ქართველი მოხუცის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) - 28 განმცხადებელი;
3.    სახლების დაწვა თამარაშენში - 25 განმცხადებელი;
4.    12 აგვისტოს გორის ცენტრის დაბომბვის საქმე (დაიღუპა 12 და დაიჭრა სულ მცირე 19 ადამიანი) - 31 განმცხადებელი;
5.    ტყვიავის სამარშრუტო ტაქსის საქმე (ტყვიავიდან გაიტაცეს სამოქალაქო პირებით სავსე სამარშრუტო ტაქსი. 2 მათგანი გზაში მოკლეს ხოლო 2 გაუჩინარდა. 7 ცხინვალის იზოლატორში მიიყვანეს) - 11 განმცხადებელი;
6.    რუისის დაბომბვა (12 აგვისტოს დაიბომბა რუისი, დაიღუპა სამი და დაიჭრა 5 მშვიდობიანი მოქალაქე) - 8 განმცხადებელი;
7.    ტირძნისის საქმე (გორის რაიონის ოკუპაციის პერიოდში ტირძნისში სამი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა) - 3 განმცხადებელი;
8.    ტყვიავის საქმე - (გორის რაიონის ოკუპაციის პერიოდში ტყვიავში ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა) - 2 განმცხადებელი;
9.    თორტიზას საქმე (12 აგვისტოს თორტიზის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა სულ მცირე 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის იყო 15 წლის ბიჭი) - 6 განმცხადებელი;
10.    ხობის საქმე (12 აგვისტოს გორი-ქარელის ტრასის მონაკვეთზე მგზავრებით სავსე სამარშრუტო ტაქსი ჩაცხრილეს. 9 ადამიანი დაიღუპა და დანარჩენები დაიჭრნენ) - 11 განმცხადებელი;
11.    ახალდაბის საქმე (12 აგვისტოს სოფელ ახალდაბასთან სამოქალაქო მანქანა ჩაცხრილეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი) - 4 განმცხადებელი;
12.    ჩლაიძეს საქმე (12 აგვისტოს სოფელ არაშენდასთან სამოქალაქო მანქანა ჩაცხრილეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი) - 1 განმცხადებელი;
13.    გორის სამხედრო ჰოსპიტალის დაბომბვა (12 აგვისტოს, დაიღუპა ექიმი) - 3 განმცხადებელი;
14.     სამხედრო ტყვეები (სამხედრო ტყვეების წამება, ორი სამხედრო ტყვეს მკვლელობა) - 7 განმცხადებელი;
15.    თედოწმინდის ბლოკპოსტი (12 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ თედოწმინდასთან ორი სამოქალაქო მანქანა ჩაცხრილეს: დაიღუპა სამი და დაიჭრა ორი ადამიანი) 4 განმცხადებელი;
16.    კარალეთელის გაუჩინარება (13 აგვისტოს კარალეთიდან სამოქალაქო პირის გატაცება. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია) - 1 განმცხადებელი;
17.    ქვემო ხვედურეთის საქმე (13 აგვისტოს აგარასთან სამოქალაქო მანქანა ჩაცხრილეს, დაიჭრა 3 ადამიანი) - 3 განმცხადებელი;
18.    ბელოთის საქმე (სახლების გდაწვა და ეთნიკური წმენდა) - 5 განმცხადებელი;
19.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ ერედვში - 20 განმცხადებელი;
20.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ ბერულაში – 26 განმცხადებელი;
21.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ არგვიცში - 9 განმცხადებელი;
22.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ ქსუისში - 3 განმცხადებელი;
23.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ ქურთაში - 4 განმცხადებელი;
24.    სოფელ აწრისხევის საქმე (სახლების გადაწვა, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა) - 4 განმცხადებელი;
25.    რ.შ.-ს საქმე: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაციული მოპყრობა, ქონების განადგურება;
26.    გ.ბ.-ს საქმე: სიცოცხლის მოსპობა და დისკრიმინაციული მოპყრობა;
27.    ე.თ.-ს საქმე: გაუჩინარება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
28.    გორის დაბომბვის საქმე (სუხიშვილის ქუჩის სახლები) - 3 განმცხადებელი
29.    გორის დაბომბვის საქმე (ე.წ. კომბინატის დასახლების სახლები) - 6 განმცხადებელი;
30.    სამოქალაქო ტყვეების საქმე (აგვისტოს ბოლოს ცხინვალში დაკავებული პირები) - 2 განმცხადებელი;
31.    ჰ.ბ.-ს საქმე: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
32.    1 განმცხადებელი სოფელ ზარდიაანთკარიდან – ქონების განადგურება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
33.    სოფელ ქერეს დაბომბვა – 2 განმცხადებელი;
34.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ ავნევში – 2 განმცხადებელი;
35.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ აჩაბეთში – 15 განმცხადებელი;
36.    სამოქალაქო ტყვეების საქმე (აგვისტოს დასაწყისში ცხინვალში დაკავებული პირები) - 11 განმცხადებელი;
37.    ვ.ა.-ს საქმე - სიცოცხლის მოსპობა და დისკრიმინაციული მოპყრობა;
38.    თ.გ.-ს საქმე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არაადამიანური და დისკრიმინაციული მოპყრობა;
39.    სოფელ ხეითის საქმე (სახლების გადაწვა, არაადამიანური მოპყრობა და  დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 3 განმცხადებელი;
40.    სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით სოფელ კეხვში - 8 განმცხადებელი;
41.    1 განმცხადებელი სოფელ ავლევიდან – ქონების განადგურება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
42.    1 განმცხადებელი სოფელ საცხენეთიდან - არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დისკრიმინაციული მოპყრობა;
43.    1 განმცხადებელი სოფელ ვანათიდან - ქონების განადგურება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
44.    1 განმცხადებელი სოფელ ტყვიავიდან - სიცოცხლის მოსპობა და დისკრიმანციული მოპყრობა;
45.    მანქანის ჩაცხრილვა სოფელ ვარიანში - 2 განმცხადებელი;
46.    1 განმცხადებელი სოფელ ბროწლეთიდან - ქონების განადგურება და დისკრიმინაციული მოპყრობა;
47.    2 განმცხადებელი სოფელ ძარწემიდან - ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით;
48.    მ.გ. რუსეთის წინააღმდეგ - სიცოცხლის მოსპობა და დისკრიმინაციული მოპყრობა;
49.    1 განმცხადებელი სოფელ დვანიდან - ქონების განადგურება და დისკრიმინაციული მოპყრობა.
საქმეებზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი იურისტები ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციებიდან: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი’’ (ბრიტანეთი) და ,,მართლმსაჯულების ინიციატივა რუსეთისთვის“ (ჰოლანდია).
საქმის განმცხადებელთა სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია დევნილების სასარგებლოდ იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რაც მათ აგვისტოს კონფლიქტის შედეგად განიცადეს.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge