“Ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა 2024 წლის 12 ივლისიდან მიმდინარეობს და მასში, პროფესიული კავშირის “ევოუნიონის” მიხედვით, 4600-ზე მეტი დასაქმებული მონაწილეობს.[1] გაფიცულები ხელფასის მატებას და ღირსეულ შრომის პირობებს, მათ შორის, სამუშაო ადგილას სანიტარული პირობების გაუმჯობესებას, ტემპერატურის კონტროლს და სამედიცინო პუნქტის არსებობას მოითხოვენ.[2]
Აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები წლებია ღირსებისშემლახავ და საფრთხისშემცველ სამუშაო პირობებზე საუბრობენ. Მათი ინფორმაციით, თანამშროლებს ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ მუშაობა, რის გამოც, სამუშაო სივრცეში გავრცელებულია მწერები და ხშირია ალერგიული რეაქციები.[3] ამასთან, თანამშრომლებს უწევთ ცუდად ვენტილირებულ და უფანჯრო სივრცეში მუშაობა, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.[4] დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი ხშირად ხდებიან შეუძლოდ და ხშირია სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევები.[5] ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც შეუძლოდ მყოფ თანამშრომლებს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ და მუშაობის გაგრძელებას აიძულებენ.[6] დასაქმებულები მიუთითებენ, რომ მათი ანაზღაურება და შესვენებისთვის გამოყოფილი დრო სტრესულ სამუშაო გარემოსთან და მათ მიმართ წაყენებულ მძიმე მოთხოვნებთან შეუსაბამოა.[7]
Ამასთან, პრობლემურია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულებისთვის მტრული და დამამცირებელი გარემოს შექმნის პრაქტიკა. 2024 წლის 2 ივნისს მედიაპლატფორმა “მაუწყებელმა” გამოაქვეყნა “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების მიმოწერა, რომელშიც ისინი თანამშრომლებს დასცინინიან და მათ შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ.[8] “ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადების მიხედვითაც, “ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს”, ხოლო კომპანია მზად არის მიიღოს ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოფხვრას მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და აგრძელებს საკითხის შემდგომ შესწავლას.[9] აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი “ევოლუშენ ჯორჯიაში” დასაქმებულისთვის მტრული და დამაცირებელი გარემის შექმნის პირველი შემთხვევა არ არის: 2022 წელს სახალხო დამცველმა “ევოლუშენ ჯორჯიაში” სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და რეკომენდაციით მიმართა კომპანიას, მომავალში ეფექტიანად შეესწავლა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები, ასევე, შიდაორგანიზაციულ დოკუმენტში გაეთვალისწინებინა სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრების და შესწავლის პროცედურა.[10]
პრობლემურია დასაქმებულების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების უხეში დარღვევის შესაძლო პრაქტიკაც: 2024 წლის 11 ივლისს “მაუწყებელმა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში, სავარაუდოდ, ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.[11] Აღნიშნულ ფაქტს უარყოფს “ევოლუშენ ჯორჯია”, რომლის 11 ივლისის განხადების მიხედვითაც, “ევოლუშენი პატივს სცემს ადამიანების პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებას და მათ კონფიდენციალურობას, შესაბამისად იცავს ყველა მოქმედ რეგულაციას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ შპს ,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ გამოსაცვლელ ოთახებში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით ვიდეო თვალთვალის განხორცილებათან დაკავშირებით დადგენილი ქცევის წესები არ დარღვეულა.”[12] თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ევოლუშენ ჯორჯიაში” დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევის შემთხვევა ადრე დაფიქსირდა.[13]
Ამასთან, პროფესიული კავშირის “ლაბორის” ცნობით, პროფკავშირის დაფუძნების დღიდან შპს ევოლუშენ ჯორჯია აგრესიულად არის განწყობილი პროფკავშირების მიმართ, არ ცნობს დასაქმებულთა კოლექტიურ შრომით უფლებებს, უარს ამბობდა მოლაპარაკებების მიზნით შეხვედრაზეც კი, დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათი გაუმჯობესების მიზნით პროფკავშირის ძალისხმევაზე „ევო-კავშირის“ წევრების სტატუსებს ზღუდავდა შპს ევოლუშენ ჯორჯიას დასაქმებულთა სოციალური ქსელის ჯგუფში. Აღნიშნული პრაქტიკა, სხვა მსგავს შემთხვევებთან ერთად, სახალხო დამცველმა შეაფასა და 2023 წლის 4 სექტემბერს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს ზოგადი წინადადებით მიმართა, შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადო დაცვისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები.[14]
Შრომის, პროფესიული კავშირებისა და გაფიცვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით. გაფიცვის უფლების ხელყოფა კი დანაშაულია. ამასთან, Საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.[15] აკრძალულია დასაქმებულთა დისკრიმინაცია, მათ შორის, დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.[16]
“Ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას. Საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია; პროფესიული კავშირების ნაკლებობა და, არსებობის შემთხვევაში, მათი წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა; ღირსეული მინიმალური ხელფასის არარსებობა; შრომით ურთიერთობებში სოციალური გარანტიების ნაკლებობა; შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების საჭიროება.[17] ამის გამო, სამწუხაროდ, ხშირად, მშრომელებს საბაზისო შრომითი პირობებისთვის უკიდურესად მძიმე მეთოდებით უწევთ ბრძოლა, სახელმწიფო კი, რიგ შემთხვევებში, ნაცვლად შრომითი უფლებების დაცვისა, თავად გვევლინება დასაქმებულთა უფლებების დამრღვევად.[18]
საია წლებია იცავს ადამიანებს, რომელთა შრომის უფლებაც ირღვევა, მოცემულ შემთხვევაშიც ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ადამიანები ღირსეული შრომითი პირობებისთვის იბრძვიან. სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრონლება. ამასთან,
Მოვუწოდებთ:
Შპს “Ევოლუშენ ჯორჯიას”
Შრომის ინსპექციას
Პერსონალურ მნაცემთა დაცვის სამსახურს
Აქვე, ყველა აქტორს შევახსენებთ, რომ გაფიცვის უფლების განხორციელბისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.
[1] „ევოლუშენის“ თანამშრომლების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, რადიო თავისუფლება, 12.08.2024, https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-evolution-%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90/32009315.html
[2] იქვე.
[3] მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები,ნეტგაზეთი, 11.08.2024, https://netgazeti.ge/life/731036/
[4] Რადიო თავისუფლება
[5] იქვე.
[6] იქვე.
[7] იქვე.
[8] https://www.facebook.com/photo/?fbid=1032467062212080&set=pcb.1032468388878614
[9] https://www.facebook.com/photo/?fbid=967090141877464&set=a.750289936890820&locale=ka_GE
[10] https://ombudsman.ge/res/docs/2022010418075293081.pdf?fbclid=IwAR29vjspfpIqTgEUk-lo7JfxlPl_Urh0GM-dipF750phEogCDRTq-vB6ZTU
[11] https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/1919573651798351/%E1%B2%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C
[12] https://www.facebook.com/photo?fbid=959940309259114&set=a.750289936890820&locale=ka_GE
[13] "ევოლუშენ ჯორჯია" დომინანტურ მდგომარეობას თანამშრომლების წინააღმდეგ ბოროტად იყენებს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, BMG, 17.08.2022, https://bm.ge/news/quotevolushen-jorjiaquot-dominantur-mdgomareobas-tanamshromlebis-winaagmdeg-borotad-iyenebs---personalur-monacemta-dacvis-samsaxuri/114979
[14] https://www.ombudsman.ge/geo/zogadi-tsinadadeba/zogadi-tsinadadeba-ssip-shromis-inspektsiis-mrchevelta-sabchos-shromit-urtiertobebshi-diskriminatsiuli-mopqrobis-shemtkhvevebis-gamo
[15] Ორგანული კანონი “საქართველოშ შრომის კოდექსი”, მუხლი 45, პუნქტი 1.
[16] Იქვე, მუხლი 2 პუქტი 3; მუხლი 53.
[17] Საია, საქართველო 2023 წელს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, 48, https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%202023%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf
[18] Იქვე, 50.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge