აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯელობა უწყებაშორის კომისიაზეც წარიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტროს „Facebook“-ის გვერდიდან აღნიშნული ინფორმაციის მოხსნა მოხდა და სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგელბობა დაეკისრებათ.
იმ მოტივით, რომ ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არჩევნების წინ ამომრჩევლების განწყობებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, საიას წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, თუ რა პერიოდიდან არის განსაზღვრული აღნიშნული კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ბიუჯეტის რომელი მუხლიდან მოხდა მომსახურების მიღება, აგრეთვე ყველა შესაბამისი დოკუმენტის ასლი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგალითზე იკვეთება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არ ჰქონდა ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრული თანხები სმს მომსახურების დასაფინანსებლად, თუმცა განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ იანვარში ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილება იმ მიზნით, რომ მომხდარიყო სმს სერვისის ღირებულების დაფარვა, რაც სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას წარმოადგნს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge