დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა. საკითხი ეხებოდა სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე კანონმდებლობაში ამოქმედებულ ახალ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დამცავი ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს ოჯახის მიღმა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზეც.
ქალი იყო მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. სხვა ქმედებებთან ერთად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადევნებას, რაც გულისხმობს დაზარალებულთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და უკანონო თვალთვალს, რომელიც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. 2017 წლის პირველ ივნისამდე არსებული რეგულაციით მსხვერპლს არ შეეეძლო, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენებით დაეცვა თავი და არ არსებობდა სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც მის წინააღმადეგ ჩადენილი ქმედებას ადევნებად შეაფასებდა.
სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატების არგუმენტები და მიიღო ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (ადევნების) საქმეზე სხვადასხვა დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge