28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების დღეა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 28 სექტემბერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს 8 რეგიონში: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა.

თბილისში, სასტუმრო თბილისი-მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში არსებულმა 60-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნა.
გაიმართა ფორუმი, სადაც ჟურნალისტებმა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შედგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული მონაცემთა ბაზის "სამართლიანი თამაშის" www.gyla.ge/fairplay პრეზენტაცია.
ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მიმართვას ევროპის საბჭოს მიმართ,  რომლითაც ხელმომწერები მიუთითებენ “ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპული კონვენციის” პროექტის იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა მიღებისა და იმპლიმენტაციის შემთხვევაშიც, ინფორმაციის თავისუფლების მოქმედება, შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში შეიზღუდოს.

ფორუმს ესწრებოდა ასევე ფორუმის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები: ეუთოს მისიის, ევროკომისიისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მრგვალი მაგიდები თემაზე - “ინფორმაციის თავისუფლება, პრობლემები და წარმატებები” ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში გაიმართა; სემინარს ინფორმაციის თავისუფლების საკითხების შესახებ დუშეთის ადგილობრივმა ოფისმა უმასპინძლა;  რუსთავში მოეწყო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან;  თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე  - “როგორ მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია”, საიას თელავის ოფისის წარმომადგენლები ესაუბრნენ.
       
სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალები (სანიშნეები, პოსტერები) კი, საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში დარიგდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უშუალო მონაწილე 190-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ხელისუფლების წარმომადგენელი და სკოლის მოსწავლე გახდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge