დღის 21:00 საათისთვის საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რაც შეუძლებელს ხდიდა პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას.
დარღვევები, ძირითადად, შეეხებოდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების, ასევე, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არა რეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 76 საჩივარი, აქედან 43 - უბნის, ხოლო 33 - ოლქის დონეზე.
18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები:
- ქარელის №30 და №18, ხაშურის №21 და №39 უბნებზე საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისთვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის ფაქტები. ზოგ შემთხვევაში ესხდებოდა კენჭისყრის ოთახის მიმდებარედ არსებულ შენობაში, ზოგჯერ კი - იქვე გაჩერებულიავტომანქანიდან. თანხას ამომრჩევლებს გადასცემდნენ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თანხის გადაცემაში,სავარაუდოდ, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
- სამგორის ოლქში საიას მობილური დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურებს. მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა დარღვევა მედიასაშუალება newpost-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შესახებ,გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეუქმნეს მტრული გარემო ყველა იმ უბანზე, სადაც დარღვევის გამოვლენის შემდეგ შევიდა. ამან არსებითად შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა ამ ნაწილში. იმავდროულად, მედიასაშუალება newpost აგრძელებდა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას.
- მარნეულის №10 უბანზე საიას დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების უფლება.
ჟურნალისტის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა:
- ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა გლდანში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ. საცხოვრებელ კორპუსებთან უცნობი პირები ჟურნალისტებს გადაღების დროს დაბრკოლებებს უქმნიდნენ და მოუწოდებდნენ, საქმიანობა შეეწყვიტათ. თელავის №38 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) „TV პირველის“ჟურნალისტები არ დაუშვეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მოუწევდათგამოკითხვაზე მისვლა იმის გამო, რომ ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:
- მარტვილის №29 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირებას არ ამოწმებდა;
- გორის №20 უბანზე მარკირება გაუკეთეს პირს, რომელიც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამის შემდეგ ის თავად კომისიის წევრებმა გადაიყვანეს გვერდით მდებარე უბანზე, სადაც ხმა მისცა;
- მარნეულის №10 უბანზე ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებდნენ, რაზეც საიამ საჩივრები დაწერა;
- გარდაბნის №21 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, ისე უბანზე მისვლით. საიამ დაწერა საჩივარი უბნის და ოლქის დონეზე;
- კასპის №29 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული.
გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები:
- ზუგდიდის №47 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას, გამოყენებული დადარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა წაღებული ბიულეტენების რაოდენობას - ჯამში, იყო ერთით ნაკლები.
- მარტვილის №19 უბანზე გამოცხადებისას დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებს გადაეცათ სულ 45-45 საარჩევნო ბიულეტენი - როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა,რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 41-მა ამომრჩეველმა, უბანზე კიდაბრუნდა სამ-სამი გაფუჭებული ბიულეტენი. შესაბამისად, დაიკარგა ერთი მაჟორიტარული დაერთი პროპორციული ბიულეტენი;
- შუახევის №1 უბანზე გადასატანი ყუთი შემოიტანეს დაულუქავი. საიას დამკვირვებლის მიერსაჩივრის წერის დროს ყუთი გაიტანეს უბნის გარეთ და შემოიტანეს უკვე დალუქული სახით.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელიჰყავს.
საია ყურადღებას ამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნისგახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევს საუბნო საარჩევნოკომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებსსაოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში ასევე მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა დამედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საიამ დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენცია ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია გაიმართა: 10:00 საათზე, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 1-ლ ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:30 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიისგანხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთისსაელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით.განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორიორგანიზაციების შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge