პროექტის სათაური: 2021 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის მისია
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი 2021 - 1 იანვარი 2022
ბიუჯეტი: 49 270 აშშ დოლარი
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
სამიზნე ჯგუფები: სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჯგუფები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, პატიმრების ოჯახები, ადგილობრივი საჯარო მოხელეების და მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულები, ეკომიგრანტები, დევნილები, კონფლიქტისპირა სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
პროექტის მიზანი: 2021 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგი.
მოსალოდნელი შედეგი: მონიტორინგის ფარგლებში, საია გამოავლენს იმ დარღვევებს, რომლებიც ეწინააღმდსსეგება წინასაარჩევნო კამპანიის კანონისმიერ პრინციპებს, წარმოადგენს ცუდ პრაქტიკას, ქმნის არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს და აისახება ამომრჩევლის ნების გამოვლინების თავისუფლებაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge