1 ივნისი - სტუმრად არასრულწლოვან პატიმრებთან


1 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების (ე.წ. ავჭალის კოლონია) პატიმრებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.


საიას იურისტებმა არასრულწლოვან პატიმრებს მოკლედ გააცნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მნიშვნელობა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებები განუმარტეს.

მოეწყო სპეციალური თამაშები, გამარჯვებულებს დაურიგდათ საიას გამოცემების ნაკრები, რომელთა შორის სპეციალურად 1 ივნისისათვის დაიბეჭდა ორი სახის ბროშურა, ერთი - არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების შესახებ, ხოლო მეორე - არასრულწლოვანთა პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

ასევე მოეწყო შეხვედრა კოლონიის სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან. ბიბლიოთეკას გადაეცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემები.

ასევე, არასრულწლოვან პატიმრებს, რომლებმაც სწორი პასუხები გასცეს ვიქტორინის კითხვებს, საჩუქრად გადაეცათ MP3 Pლაყერ-ები, ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო ბურთები.

წამოსვლის წინ საიას თანამშრომლებსა და არასწრულწოვან პატიმრებს შორის გაიმართა საკალათბურთო ამხანაგური მატჩი, რომელიც მასპინძელთა გამაჯვებით დასრულდა.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge